ირაკლი ალასანია თინა ხიდაშელს რამდენიმე რჩევას აძლევს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ქალის წარდგენას მიესალმება და თინა ხიდაშელს რამდენიმე რჩევას აძლევს.
“თუ პარლამენტი თინა ხიდაშელის კანდიდატურას დაამტკიცებს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მინდა, მას რამდენიმე რჩევა მივცე, იზრუნოს ჯარისკაცებზე, გააგრძელოს ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ქვეყნის თავდაცისუნარიანობის გამტკიცებისთვის. ეს ეხება საჰაერო და სხვა თავდაცვითი სისტემების შეძენას. მე ვიცნობ თინა ხიდაშელს, იმედი მაქვს, რომ იზრუნებს ჯარისკაცებზე, დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოახერხებს იგი, იხელმძღვანელოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებით და არა ლოიალობით რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მიმართ”, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები