ირაკლი ღარიბაშვილი: გიგლა აგულაშვილი მინისტრის თანამდებობაზე წარმატებული იქნება

 ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილი წარადგინა და დასძინა, რომ აგულაშვილის კარგი მენეჯერული უნარები აქვს და მინისტრის პოსტზე იგი წარმატებული იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გიგლა აგულაშვილს, საპარლამენტო მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაუტარებია, რაც საქართველოს საკანონმდებლო საქმიანობაში ასახულა.
“ბატონი გიგლა პროფესიით იურისტია. პარლამენტში მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი არის კარგი მენეჯერი, ამ მიმართულებით ბატონ გიგლას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაუტარებია და ეს აისახებოდა მის საკანონმდებლო საქმიანობაზეც. იმედი მაქვს, რომ ბატონი გიგლას საქმიანობა მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები