ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი დაასახელა

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი დაასახელა. რაც შეეხება თავდაცვის უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელს, მინდია ჯანელიძეს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მას გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პოზიციაზე დაბრუნება შესთავაზა.
„თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომელსაც ყველა თქვენგანი ძალიან კარგად იცნობს. ქალბატონი თინა გახლავთ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. დღეიდან კი ის ევროპის მასშტაბით, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მე-5, ხოლო საქართველოს პირველი თავდაცვის მინისტრი. ქალბატონი თინას ყველა ძალიან კარგად იცნობთ, მის გამოცდილებას მის ბიოგრაფიას, იგი მთლი ცხოვრების განმავლობაში არის საჯარო პოლიტიკაში. ნამუშევარი აქვს ჯარისკაცთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე, უნდა აღვნიშნოთ მისი საქმიანობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ნაყოფიერად გააგრძელებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები