ლარის გაუფასურების გამო “გლდანის შაურმა“ გაძვირდა

ლარის გაუფასურების გამო “გლდანის შაურმა“ გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად საკვები ობიექტის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
“გლდანის შაურმას” მომხმარებლებო, მინდა განმარტება გავაკეთო ფასების ცვლილებებთან დაკავშირებით. ფასების ცვლილება დაკავშირებულია ლარის კურსის გაუფასურებასთან დოლარის მიმართ, რამაც განაპირობა პროდუქციის ფასების ზრდა საქართველოს ბაზარზე და ამ უკანასკნელიდან გამომდინარე იძულებულნი გავხდით ჩვენც მოგვემატებინა ფასებისთვის, თუმცა არა 35%, არამედ 8%”,- ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები