თბილისის მერიაში მდგრადი ენერგეტიკის განვითარების საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიასა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ს შორის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, პროგრამა INOGATE-ის წარმომადგენლები. აღნიშნული ცენტრის დაარსება ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს განახლებადი ენერგორესურსების ათვისებას და ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები