კალაძე: საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიით თურქეთის და ევროპული ქვეყნების მომარაგება უნდა მოვახერხოთ

ენერგეტიკის სამინისტროს ის პრიორიტეტი, რომელიც უწყებას აქვს, თვეების განმავლობაში არ იცვლება.
ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განაცხადა, სადაც ენერგეტიკის სამინისტროსა და ევროკავშირის ერთ-ერთ პროგრამას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, თვეების განმავლობაში არ იცვლება. ეს ჩვენი მიდგომაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ავითვისოთ ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია იმისთვის, რომ შევძლოთ, საქართველო უახლოეს მომავალში ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველომ ასევე, უნდა მოახერხოს, რომ ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიით მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას კი არ მოემსახუროს, არამედ -აღნიშნული ელექტროენერგიის თურქეთში და ევროპულ ქვეყნებში გატანა შეძლოს.
„ჩვენ არა მარტო ის უნდა მოვახერხოთ, რომ საქართველოში წარმოებული ელექტრონერგიით მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას მოვემსახუროთ, არამედ ამ ელექტროენერგიის გატანა მოვახერხოთ თურქეთში და თურქეთის გავლით, ევროპულ ქვეყნებში. ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა უნდა გავხდეთ“ , – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები