გიორგი კვირიკაშვილი: ყველა საფუძველი არსებობს, ვიფიქროთ, რომ ლარის გამყარება უნდა დაიწყოს

ყველა საფუძველი არსებობს, ვიფიქროთ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში აუცილებლად მოხდება სავალუტო რესურსის მეტი შემოდინება.
„დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით არის პატარა ცვლილებები. მაგრამ ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს იმისთვის, ვიფიქროთ, რომ გამყარება ეროვნული ვალუტით უნდა დაიწყოს, ყველა ლოგიკით. ის, რასაც ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ რუსეთში დაიწყო გამყარება – რუსეთში ხდება უკუკორექტირება, ვინაიდან, იქ იყო 200- პროცენტიანი დევალვაცია და ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის არის ხოლმე ზომაზე მეტი კონვერტაციები. ჩვენთან ჩვენი სავალუტო კურსი თითქმის ფუნდამენტთან ახლოს არის. მე ვიტყოდი, რომ ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული დღეს და ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, სერიოზულ ცვლილებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ასევე, მან წინასაპრივატიზაციო პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესი დასრულებულია. მისივე თქმით, ყველა ობიექტი გავა პრივატიზებაზე. მინისტრი მთავრობასი მიმდინარე ცვლილებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეიცვლება თუ არა ეკონომიკური გუნდი მინისტრთა ახალ კაბინეტში, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. „ეკონომიკური გუნდის ცვლილებას რაც შეეხება, მე მგონი, ეს შეკითხვა უფრო პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, თუმცა ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები