სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ღმერთო, რისთვის?“ პრემიერა გაიმართება

2, 3, 9, 24 მაისს, 20:00 საათზე, ახმეტელის თეატრის სცენაზე ნოდარ დუმბაძე თავისი ჩვეული სევდანარევი იუმორითა და კოლორიტული პერსონაჟებით, რომლებიც დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. რეჟისორმა ნუგზარ გაჩავამ სპექტაკლი „ღმერთო, რისთვის?“ ნოდარ დუმბაძის მოთხრობების „მზიანი ღამე“, „ღმერთო, რისთვის?“, „ნუ გეშინია დედა“ მიხედვით დადგა.
მაყურებლის თვალწინ თამაშდება ფრაგმენტები ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფიიდან – იგი იხსენებს თავის თმაჭაღარა დედას, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების „წყალობით“ თორმეტწლიანი განშორების შემდეგ ხვდება, იგონებს გაუზიარებელ სიყვარულს, რომელმაც ტკივილი მიაყენა, თბილისელი კოლორიტი ვანიჩკა ბიძია და მეგობრობა ძველ თბილისურ იტალიურ ეზოში. სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს უდანაშაულო ადამიანების ტრაგედია, რომლებიც ეპოქის და სისტემის მსხვერპლნი ხდებიან… ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – ნუგზარ გაჩავაა, მხატვარი- აივენგო ჭელიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ : ნუგზარ ყურაშვილი, გიგი მიგრიაული, მარინა ხარჩილავა, მზია ტალიაშვილი, თამთა პატაშური, ვალერი ტორონჯაძე, ვასო შიხაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები