სოფელი საციხური გაზიფიცირდება
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” განახორციელა ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ბრეძის და საციხურის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად აშენდება 17797 გრძივი მეტრი გაზსადენი და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესალებლობა 568 ოჯახს მიეცემა. სამუშაოები 2015 წლის ივლისში დასრულდება.