თბილისის ავტობუსების მარშრუტში ცვლილებებია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემისა და სატრანსპორტო მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის მიერ ავტობუსების მარშრუტების სამუშაო განრიგში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, მარშრუტებზე გაიზარდა სამუშაო დროის ხანგრძლივობა, საღამოს საათებში დაემატა რეისები და შემცირდა მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალები.
ცვლილებები, ძირითადად, ქალაქის ცენტრიდან შედარებით დიდი მანძილით დაშორებულ უბნებსა და შემოერთებულ სოფლებს შეეხო: მარშრუტი №1 – ლოჭინის დასახლება – მეტროსადგური „ისანი“: დაემატა ერთი ავტობუსი, შესაბამისად 16,5 -წუთიანი ინტერვალი შემცირდა 14 წუთამდე, ასევე გაიზარდა სამუშაო დრო, კერძოდ, ბოლო მარშრუტი თუ აქამდე გადიოდა 22:30 საათზე, 29 აპრილიდან გავა 23:30 საათზე; მარშრუტი №12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“: საღამოს დაემატა ორი ბრუნი და შესაბამისად ბოლო მარშრუტები გავა 22:27 და 23:00 საათზე; მარშრუტი №18 – პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“: ერთი საათით გახანგრძლივდა სამუშაო დრო და, შესაბამისად, ბოლო ავტობუსის გასვლის დროდ დადგინდა 23:00 საათი; მარშრუტი №22 – სოფ. ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“: ბოლო ავტობუსის გასვლის დრომ გადაიწია ერთი საათით, ნაცვლად 21:30 იქნება 22:30 საათი; მარშრუტი №40 – ვარკეთილის მეურნეობა – ექიმის გასასვლელი: ასევე გადაიწია ბოლო ავტობუსის გასვლის დრომ ერთი საათით – 23:40; მარშრუტი №41 – სოფ. წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“: 21:50 საათის ნაცვლად ბოლო ავტობუსი გავა 23:00 საათზე; მარშრუტი №56 – თეთრი ხევხესის დასახლება – მეტროსადგური „ისანი“: ბოლო ავტობუსის გასვლა 23:30 საათზე; მარშრუტი №111 – თბილისის ზღვა – გადასასვლელი ხიდი: დაემატა ერთი ავტობუსი, შესაბამისად 1 საათიანი ინტერვალი შემცირდა 30 წუთამდე; მარშრუტი №80 – ორთაჭალის ქუჩა – ბარათაშვილის ქ.: შეიცვალა დილის გასვლები, კერძოდ, პირველი ავტობუსი ხაზზე გავა 07:25 საათზე (აქამდე იყო 07:50).
აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის 2015 წლის 29 აპრილიდან.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანია, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მოსახლეობის ინტერესებისა და ქალაქის მგზავრთნაკადების ცვლილებების შესაბამისად მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემის გაუმჯობესებას“,- აღნიშნავენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები