ბათუმში მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების დაფინანსების კონკურსში სამი გამარჯვებული გამოავლინა. მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში რეჟისორ გია დიასამიძის ფილმმა, – „მსხვერპლშეწირვა“ გაიმარჯვა. ფილმის 9 912 ლარით დაფინანსდება. მეორე გამარჯვებული რეჟისორ თორნიკე გოგრიჭიანის ფილმია – „ანდრო“. ფილმის დაფინანსება 10 000 ლარითაა განსაზღვრული. დოკუმენტური ფილმის პროექტში რეჟისორ ნიკოლოზ წიკლაურის პროექტმა გაიმარჯვა. ფილმის სახელმწოდებაა „ჯარა“. ფილმის გადაღება 15 088 ლარით დაფინანსდება.