ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მინის ჩამტვრევისთვის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დააკავეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ გაზდელიანმა შენობის მინა ჩაამსხვრია. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ გაზდელიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და იგი საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები