კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა ესტონეთში გამართულ კიბერწვრთნაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ესტონეთში გამართულ საერთაშორისო კიბერწვრთნაში „Locked Shields 2015“. სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი. შეთანხმება ქართველი წარმომადგენლების სწავლებაში ჩართვის შესახებ 2014 წლის 10-12 დეკემბერს ესტონეთში ბიუროს დელეგაციის ვიზიტის დროს იყო მიღწეული. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, „Locked Shields“ ყოველწლიური რეალურ დროში ჩატარებული ქსელის დაცვის მასშტაბური სწავლებაა, რომელიც ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის სასწავლო ცენტრის (NATO CCDCOE) ორგანიზებით 2010 წლიდან ტარდება. წვრთნაში 16 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა; ჩართული იყო ასევე, ნატოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობები. წვრთნების ფარგლებში, თავდაცვით ჯგუფებს ქსელების ათასზე მეტი თავდასხმისაგან დაცვა დაევალათ. 15 სხვადასხვა ინჯექტის შედეგად ათასზე მეტი სახის საფრთხის შესახებ მოხსენებები დამუშავდა.
ტექნიკურ გამოწვევებთან ერთად, სწავლება „Locked Shields“ მედიისა და სამართლებრივ ინჯექტებსაც მოიცავს. ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის სასწავლო ცენტრში, ელექტრონული მართვის აკადემიასა და ელექტრონული სერვისების საჩვენებელ ოთახში ასევე ჩატარდა შეხვედრა კიბერთავდაცვის ლიგის ხელმძღვანელ პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები