„თქვენს დედებს უქნას ყველამ, თქვე ღორისშვილებო“ – ჟურნალისტი თბილისის საკრებულოს

  „ თქვე ღორისშვილებო“ – ასე მიმართავს თბილისის საკრებულოს პირველ პირებს ჟურნალისტი ბექა სვანიძე, რომელმაც საკრებულოში საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ვაკანსიაზე კონკურსი გაიარა, თუმცა ის ამ თანამდებობაზე არ შეარჩიეს. ბექა სვანიძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში კონკურსი ფორმალურად ჩატარდა და კონკურსანტები უბრალოდ „გასაპრავებლად“ გამოიყენეს. მისი თქმით, საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე 5 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათგან მხოლოდ 2 შეირჩა. რაც შეეხება, თავად ბექა სვანიძეს, როგორც თავად აცხადებს, მან კონკურსზე 42 ქულა დააგროვა და კონკურსგარეშე აღმოჩნდა. „გასაუბრებაზე შრომითი ბიოგრაფიისა და განათლების გარდა არავის არაფერი უკითხავს, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ გასაუბრება სტანდარტი იყო და არ არსებობდა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ვინმეს პრიორიტეტს მიანიჭებდი ან არ მიანიჭებდი. შრომითი ბიოგრაფიაც, დარწმუნებული ვარ, ყველაზე ძლიერი მაქვს, მათ შორის იმ ლაწირაკებზე ბევრად აღმატებულიც, რომლებიც “მესაუბრებოდნენ”. ჰოდა, მოდი და არ დაასკვნა ახლა, რომ საკრებულოს ღორისშვილ ხელმძღვანელობასა და კომისიის წევრებს წინასწარ არ ჰქონდათ ყველაფერი გადაწყვეტილი და ჩვენ უბრალოდ კონკურსის “გასაპრავებლად” არ გამოგვიყენეს. თუ მართალი არ ვარ, მაშინ ჩემს კარგებს და კეთილებს უქნას მთელმა მსოფლიომ, და თუ მართალი ვარ, მაშინ თქვენს დედებს უქნას ყველამ და ყველაფერმა თქვე ღორისშვილებო (იმ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც უსამართლოდ შეარჩიეს, რა თქმა უნდა, არაფერს ვეუბნები და წარმატებები მისურვებია)“,- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კონკურსანტი ბექა სვანიძე.

1612930_715371478485348_1979353742_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები