პაატა ზაქარეიშვილი: გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების რუსულით ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების რუსულით ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის. როგორც ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, სიახლე ეხება ბილინგვურ სწავლებას, ანუ ქართულ ენასთან ერთად რუსული ენის სწავლების დაწყებას.
მისივე თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იწრმუნება, რომ გალის რაიონის სკოლებში ქართული ენა რჩება და მასთან ერთად შემოაქვთ რუსული ენის სწავლება.
„გალში 11 ე.წ. ქართული სკოლაა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. სიახლე ეხება ბილინგვურ სწავლებას. ანუ, ქართულ სკოლებში ქართულ ენასთან ერთად რუსული ენის სწავლების დაწყებას. ქართული ენის რუსულით ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის. თუ ვეყრდნობით იმას, თუ რას ამბობენ და აპირებენ, ამბობენ და აპირებენ სწორედ ამას -ქართულთან ერთად რუსული ენის სწავლებასაც. რასაც და როგორც აპირებენ, ზოგადად, ეს მისასალმებელია არ არის, მაგრამ არც პანიკის საფუძველი არსებობს. ადამიანს ორი ენა თუ ეცოდინება, ამაში ცუდი რა არის? ჩვენ სკოლაში რომ ვასწავლით ქართულთან ერთად ინგლისურს და ფრანგულს, კარგია თუ ცუდი? მშვიდად უნდა განვაგრძოთ იმ საქმის კეთებას, რაც აფხაზი და ქართველი ხალხის ინტერესებშია. აგერ, მოვა 23-ე სექტემბერი, რაც გალის რაიონი მოწყეტილია დანარჩენ საქართველოს და ვნახავთ, რომ რუსული ენა არ იქნება იქ დომინანტი“, – აცხადებს პაატარა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ინტერვიუში.
მინისტრი გალის რაიონის მოსახლეობის მიმართ დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას პოლიტიკაზეც საუბრობს და დადებითად მიაჩნია ის, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს გალელები მიიღოს მათი მოქალაქეობის მიუხედავად. ზაქარეიშვილის აზრით, მოქალაქეობა არ უნდა იყოს ადამიანების უფლებების დარღვევის მიზეზი და ამბობს, რომ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეებს გარკვეულწილად უკვე ანგარიშს უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები