ვის მიერ შემუშავებული გეგმით მოქმედებენ „ნაციონალები“ პანკისში – „ნაციონალებს“ იქ აგენტურული ქსელი დარჩათ“

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე პანკისში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ გეგმებზე საუბრობს. როგორც თავდგირიძე აცხადებს, პანკისში პრობლემები, მართლაც, არის, თუმცა ცალკე საკითხად აყენებს „რუსთავის 2“-ის მიერ თემით მანიპულირებას. მისი თქმით, საინფორმაციო ომის თანამედროვე ტექნოლოგიები კიდევ უფრო მძიმე ფორმით ოპონენტების მიერ გამოყენებული.
„ნაციონალური მოძრაობა“ გეგმაზომიერად, „რუსთავი 2“-ის მეშვეობით ცდილობს დაძაბული საინფორმაციო ფონის შენარჩუნებას რამდენიმე მიზნის მისაღწევად. ისინი დღემდე მიიჩნევენ, რომ 2012 წელს მათ არჩევნები მოულოდნელი საინფორმაციო შეტევის გამო წააგეს, რაფალიანცის მკვლელობასა და ციხის კადრებს ვგულისხმობ, ამიტომ ძალაუფლების დასაბრუნებლად ამ მეთოდს ყველაზე ეფექტურად თვლიან და ინფორმაციებით მანიპულირებას უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ“, – აცხადებს თავდგირიძე.
ექსპერტ მამუკა არეშიძის გაცხადებით კი, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პანკისის ხეობა ძმები ლორთქიფანიძეების მიერ შემუშავებული გეგმით კონტროლდებოდა. გია და დათო ლორთქიფანიძეები წარმოშობით ახმეტიდან არაინ და ისინი ხეობას კარგად იცნობდნენ. ორივე მათგანი წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობას იკავებდნენ. ექსპერტის განცხადებით, გეგმის „მთავარი მონაწილეების“ დიდი ნაწილი დღესაც ინარჩუნებს თანამდებობებს. შესაბამისად, არეშიძე არ გამორიცხავს, რომ აგენტურული სქემა „ნაციონალების“ სასარგებლოდ მუშაობს და პანკისის კონტროლის მექანიზმები კვლავ მათ ხელშია.
„რასაკვირველია, „ნაცონალებს “იქ აგენტურული ქსელი დარჩათ. კუდ-ის არაერთი ოფიციალური თანამშრომელი, რომელიც პანკისში სიტუაციას აკონტროლებდა, დღემდე იქ არის“, – აცხადებს არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები