გიორგი მარგველაშვილი დაჯარიმებას ორჯერ გადაურჩა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიისგან, რომელიც დუშეთის რაიონს ბუნებრივი აირით ამარაგებს, დაჯარიმებას ორჯერ გადაურჩა.
ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა“ დუშელ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს.
პრეზიდენტს დუშეთის სახლში პირველი გაფრთხილება 2013 წელს მისვლია, რომლის თანახმადაც, თუ ფულს დროულად არ გადაიხდიდა, აირის მიწოდებას შეუწყვეტდნენ. მეორედ მიმდინარე წლის დასაწყისში გააფრთხილეს ­არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი დანადგარის გამო – თუ უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავდა, ბუნებრივ აირს გამოურთავდნენ. გიორგი მარგველაშვილმა სასწრაფოდ მიიღო ზომები და ჯარიმას გადაურჩაო, ამბობენ დუშელები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები