გოგა ხაინდრავა: სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტზე ორი პირდაპირი შეტევა განახორციელა

რეჟისორ გოგა ხაინდავას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პიროვნებას უკრაინის პრეზიდენტად აღიქვამს. როგორც რეჟისორი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტზე შეტევა განხორციელა.
„სააკაშვილი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, უკვე უკრაინის პრეზედენტად ხედავს საკუთარ თავს და პოროშენკოზე პირდაპირი დარტყმების მიყენება დაიწყო. სააკაშვილმა გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტზე ორი პირდაპირი შეტევა განახორციელა. კერძოდ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო არის პუტინის მძევალი, რადგან მას რუსეთში ბიზნესი აქვს. გარდა ამისა, სააკაშვილმა თქვა, რომ უკრაინის პირველი მტრები არიან ოლიგარქები და ისინი უშლიან ხელს ქვეყნის განვითარებას. ესეც პოროშენკოზე დარტყმა იყო, რადგან პოროშენკო არის ოლიგარქის კლასიკური ნიმუში! მადლობა ღმერთს, რომ ტრაგიკომედია – სახელად სააკაშვილი – საქართველოში აღარ ხორციელდება და სხვაგან გადაინაცვლა! მართალია, უკრაინაზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ როგორც ქართველს, მიხარია, რომ ეს ჭირი ჩემს ქვეყანას აღარ სჭირს!“ – აცხადებს გოგა ხაინდრავა.
რეჟისორი გამოცემასთან „ნაციონალების“ მხარდამჭერების უკრაინაში გამგზავრებასაც ეხმაურება.
„და კიდევ, ჩემთვის გაუგებარია, ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილი რატომ მოთქვამს იმაზე, რომ „ნაციონალები“ უკრაინაში მიდიან?! ისემც უქნიათ, ყველანი იქ წასულან! წაიყვანონ მთელი ეს ნაგავი უკრაინელებმა და მშვიდობაში მოიხმარონ! წაიყვანონ მთელი „ნაცმოძრაობა“, თავისი ანჯელა მაზმანიან-კაციან-ქალიანად!“ – ამბობს გოგა ხაინდრავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები