რა საიდუმლო წერილი ჩამოიტანა ლუკაშენკომ თბილისში

რა საიდუმლო წერილი ჩამოიტანა ლუკაშენკომ თბილისში -ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ ბელორუსიის პრეზიდენტის ვიზიტის კულუარებზე წერს. კულუარული ინფორმაციის თანახმად, ლუკაშენკომ წერილი ჩამოიტანა მოსკოვიდან, რომელშიც თითქოს რუსეთ-საქართველოს ლიდერების უმაღლესი დონის შეხვედრაზეა საუბარი.
“მართლაც, არ არის გამორიცხული, რომ “ბატკას“ საიდუმლო წერილი ჩამოეტანა კრემლიდან და ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე პუტინთან შეთანხმებით გაემახვილებინა ყურდღება“,-წერს “კვირის ქრონიკა“.
“კვირის ქრონიკის“ ცნობით, რუსი პოლიტოლოგის ნიკოლაი მალიშევსკის თქმით, ლუკაშენკო და მარგველაშვილი ინტეგრაციული პროცესების გარეთ ვერ დარჩებიან, რომლებიც“ ავტორიტეტული ძმა-ბიჭების“ მიერ აქვთ დავალებული.
გამოცემას მალიშევსკის მსჯელობიდან ციტატაც მოჰყავს:
“ქართველ “ავტორიტეტებს“ და მათ მხარდამჭერ პოლიტიკოსებს დიდი ინტერესი აქვთ ბელორუსიის საბანკო სფეროში და რუსეთში გასატანი პროდუქციის ტრანზიტის, ბელორუსიის გავლით. ჩვენებური ტიმოხა გომელსკის (ალექსანდრ ტიმოშენკოს) მსგავსი “კანონიერი ქურდები“, რომლებმაც სხვა ქურდულ კლანებთან რვაწლიან ბრძოლას ეწევიან, აშკარად ქართველი ქურდების, მერაბ ჯანგველაძისა და ტარიელ ონიანის მხარეზე გადავიდნენ. ამ საფუძველზე ალექსანდრ ტიმოშენკო, რომელიც ფაქტობრივად ამ “ანტირუსული ალიანსის“ სლავურ ფრთას ხელმძღვანელობს, შეწყვიტა “მეგობრული ურთიერთობა“ რუს “ძმაბიჭებთან“ –“იაპონჩიკთან“ და “დედ ჰასანთან“. როცა ასეთი სერიოზული ბიჭები თავს არ იზოგავენ და მთელი ძალით ხელს უწყობენ ქართულ-ბოლორუსული მეგობრობის განმტკიცებას, რასაკვირველია, ამ ტენდენციას ორივე სახელმწიფოს პოლიტიკოსები გვერდს ვერ აუვლიან“,-აღნიშნავს მალიშევსკი.

სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, რომ მალიშევსკი ცოტას აჭარბებდეს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ რუსი პოლიტოლოგის მსჯელობაში სიმართლის მარცვალი არსებობს.

“შესაძლებელია თუ არა, სიტუაცია, მართლაც, დავიყვანოთ ქურდულ ინტერესებამდე. შეიძლება მალიშევსკი ცოტა აჭარბებს, მაგრამ მის მსჯელობაში არის სიმართლის რაღაცა მარცვალი, ე.წ. კანონიერი ქურდები ხომ ყოველთვის ცდილობენ. სიტუაციით ისარგებლომ? მაგალითად, სანამ ლუკაშენკო თბილისში ჩამოვიდოდა, მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, რუსეთში დახურულ კაზინოებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართველ “ავტორიტეტებს“ ჩრდილოვანი კაპიტალი ბელორუსიაში გადაეტანათ“,- წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები