„ოქროს ფრთა“ 2015 – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის წლევანდელი რჩეულები ცნობილია
23 აპრილს, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ “ოქროს ფრთის“ მე-14 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წელს „ოქროს ფრთის“ მფლობელები გახდნენ: გადაცემა „კომუნიკატორის“ წამყვანი სერგი გვარჯალაძე; ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე; ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი;მომღერალი ნანი ბრეგვაძე; თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე; საგამოძიებო ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე; „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ ჯგუფი; პიანისტი ალექსანდრე კორსანტია; ტელეკომპანია „GDS“-ის სერიალი „ტიფლისი“; საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი; ბიზნესმენი გერმანე გოგლიჩიძე; ცნობილი თოქ-შოუების მთავარი რეჟისორი ზურა ფანქველაშვილი; სპორტული ჟურნალისტი ელენე ბილიხოძე; ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა; ტელერეჟისორი დავით გერსამია; „პრაიმტაიმის“ რედაქტორი თამარ გორთამაშვილი; „პალიტრა მედიის” გამოცემა Georgian Journal -ის მთავარი რედაქტორი ვაჟა თავბერიძე; „ვეჩერნი თბილისის“ რედაქტორი ვადიმ ანასტასიადი.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი “ოქროს ფრთა” 2003 წლიდან არსებობს. მისი დამფუძნებელია ცნობილი ჟურნალისტი ეთერ ჯიშკარიანი, 2012 წლიდან ფონდის პრეზიდენტი თამარ ფხაკაძეა. “ოქროს ფრთა” ერთადერთი საპატიო ჯილდოა, რომელიც მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს ყოველწლიურად გადაეცემათ. წლევანდელი ნომინანტები შეარჩია ჟიურის 12-კაციანმა ჯგუფმა, რომელშიც შედიან: “ოქროს ფრთის” პრეზიდენტი თამარ ფხაკაძე, „ბრავო რეკორდსის“ ხელმძღვანელი ზაზა შენგელია, რადიო “პალიტრას” პროგრამების დირექტორი თამარ ცაგარეიშვილი, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, რეჟისორი ნიკუშა შენგელაია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რეჟისორი ნანა ჯანელიძე, ჟურნალისტი ეთერ ჯიშკარიანი, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი აჩიკო გოგელია და რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი. “ოქროს ფრთის“ რიგით მე-14 დაჯილდოებას საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა „კვირამ“ საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწია. დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც ეროვნულ გალერეაში გაიმართა, ჟურნალისტები ეკა მიშველაძე და გოდერძი შარაშია უძღვებოდნენ. საღამოს მუსიკალურად მერიის „ბიგ- ბენდი“ აფორმებდა.