ნოდარ ჯავახიშვილმა პირველი მოადგილე შეცვალა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, გიორგი ამაშუკელმა მას დასვენების თხოვნით მიმართა, რის გამოც მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ჯავახიშვილის თქმით, სამინისტროში რევოლუციური ცვლილებები არ მოხდება, თუმცა ავტომატურ საკადრო გადაწყვეტილებებს მინისტრი არ გამორიცხავს.
„მაგალითად, პირველმა მოადგილემ გუშინ ბოდიშის მოხდით გამიცხადა, რომ მე ცოტა უნდა დავისვენოო. შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ასეთი საკითხები შეიძლება იყოს, თუმცა არანაირი რევოლუცია არ იგეგმება. თქვენ როგორ გგონიათ, მე გამზადებული გუნდით მოვედი? არა“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, მან პირველ მოადგილეს დარჩენა შესთავაზა, თუმცა ამაშუკელმა უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები