ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით უპასუხებს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით უპასუხებს. როგორც ელისაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა, ივანიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით წერილს უახლოეს რამდენიმე დღეში დაწერს, მანამდე კი, კომენტარის გაკეთება არ სურს.
ელისაშვილის თქმით, მისი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ გამოთქმული შენიშვნების და კრიტიკის გაზიარება თბილისის მთავრობის და საკრებულოს წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ.
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პროექტ „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო, გადაცემა „კვირის 2030“-ში გააკრიტიკა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები თანხვედრაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები