ნაძალადევის რაიონის დეპუტატი ნაძალადევის გამგეობას და თბილისის თვითმმართველობას აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნაძალადევის რაიონის დეპუტატმა თამარ კორძაიამ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ნაძალადევის რაიონის პრობლემებზე ისაუბრა და რაიონის გაგეობას და თბილისის თვითმმართველობას გააქტიურებისკენ მოუწოდა.
დეპუტატმა გამგეობას პასუხი კონკრეტულ პრობლემებზე მოსთხოვა. დეპუტატის თქმით, მან გურამიშვილის სამ ნომერში მცხოვრები ადამიანების პრობლემებით გამგეობას განცხადებით ჯერ კიდევ თებერვალში მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„2 დღეა წვიმს და ნაძალადევის ყველა ქუჩა წყალს და ტალახს მიაქვს. მე მოვუწოდებ ნაძალადევის გამგეობას და თბილისის თვითმმართველობას, რომ უფრო აქტიურად იმუშაონ. მხოლოდ ერთი ქუჩის შეკეთება და იქ გზის საფარის დაგება საკმარისი არ არის. რაც დღეს ნაძალადევის მოსახლეობისთვის მინიმუმ უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ წარმოვუდგინოთ მათ გრაფიკი, რომელი ქუჩის რეაბილიტაცია როდის უნდა გაკეთდეს. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და ვებგვერდზე დადებული. 26 თებერვალს მე გავუგზავნე განცხადება ნაძალადევის გამგეობას, რომლითაც გურამიშვილის 3 ნომერში მცხოვრები მოქალაქეების თხოვნასთან დაკავშირებით გარკვეულ პასუხებს ვითხოვდი. დღემდე ეს პასუხი ჩემთან არ მოსულა. დღეს უკვე მედიის მეშვეობით ვთხოვ მათ, რომ მომაწოდონ პასუხი, რას უპირებენ ამ ადამიანებს. მათ კონკრეტული მიმართვები აქვთ თავიანთ საცხოვრებელ გარემოსთან და კორპუსთან დაკავშირებით. ეს არის ე.წ. კომუნალური ბინები, სადაც ერთ სართულზე მცხოვრებ 20 ოჯახს აქვს ერთი საპირფარეშო, ერთი აბაზანა, ერთი სამზარეულო და ამ პირობებში ცხოვრობენ ისინი. მოდის ზაფხული, როცა თვითმმართველობამ გზების, სანიაღვრეების და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი უნდა შეასრულოს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები