გიორგი კვირიკაშვილი: ორთვე-ნახევრის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენი საპროგნოზო მონაცემები შესამცირებელი იქნებოდა

ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უკვირს, როცა ესმის, რომ მთავრობა სავალუტო ფონდის რჩევას და რეკომენდაციას დაეთანხმა. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ორთვე-ნახევრით ადრე აცხადებდა შესამცირებელ საპროგნოზო მონაცემების შესახებ. ანუ, კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა პირველმა განაცხადა მოსალოდნელი ტენდეციები შესახებ და ამის შემდეგ გაიმართა სავალუტო ფონდთან კონსულტაციები.
“საერთოდ, მოგეხსენებათ, ყველა მეტად ნავთობის ფასების ვარდნისგან და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებისგან დაზარალდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, ის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ნავთობის მწარმოებლები, მაგრამ დიდად არიან დამოკიდებულნი ნავთობმწარმოებელი ქვეყნებიდან ფულად გზავნილებსა და ინვესტიციებზე. ვინაიდან საინვესტიციო მადა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის აზერბაიჯანი, ან ყაზახეთი, ნავთობის ფასების ვარდნიდან გამომდინარე, არ არის ისეთი, როგორიც იყო ერთი წლის, ან წელიწად-ნახევრის წინ, ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. არაფერი ამაში გასაკვირი არ უნდა იყოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები