თბილისში 21 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

  მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, 21 დევნილ ოჯახს თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგულებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ განუცხადა. “მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრომ თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე რამდენიმე შენობა გამოისყიდა, რომელშიც განსახლებულნი არიან დევნილები და 21 ოჯახს ეს ფართები სულ მალე საკუთრებაში გადაეცემათ“, – განაცხადა დარახველიძე. მისვე თქმით, ხულოს რაიონის სოფელ პანტიანიდან სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახი კახეთსა და ქვემო ქართლში დასახლდება.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოიწონეს საგრანტო ხელშეკრულება შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან, რომლის თანახმად, 700 000 შვეიცარული ფრანკი მაღალმთიანი აჭარის, ხულოს რაიონის სოფელ პანტიანიდან სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახისთვის დაიხარჯება. ოჯახები კახეთსა და ქვემო ქართლში დასახლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები