ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2511 ლარი გახდა. კერძოდ, ხვალიდან, 17 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2511 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 17 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4134 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3816 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0318 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები