პრივატიზაციის შედეგად თბილისსა და ბათუმში ორი ობიექტი გაიყიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პრივატიზაციის შედეგად ორი ობიექტია გაყიდული, ერთი თბილისში, მეორე კი ბათუმში.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
“ორი ობიექტი უკვე გაიყიდა აუქციონზე და შემოსულია ამ მიმართულებით თანხები. ეს მიმდინარეობს ისე, როგორც დაგეგმილია. შეგიძლიათ მონაცემები მიიღოთ სამინისტროში. თბილისში გაიყიდა სამმილიონნახევარ დოლარად ერთ-ერთი ობიექტი, ასევე გაიყიდა ბათუმში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილის ინფორმაციით, სწორედ უახლოეს დღეებში მოხდება აუქციონზე ეკონომიკის სამინისტროს შენობის გატანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები