გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდეა შესამცირებელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდე შესამცირებელია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება ალბათ მეორე კვარტლის ბოლოს უფრო უპრიანი იქნებოდა. კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცეტიდან 2 პროცენტამდე შეუმცირა.
“ჩვენ თვენახევრის წინ განვაცხადეთ, რომ პროგნოზს ვამცირებთ 6 პროცენტიდან 2 პროცენტამდე და არა მგონია, რომ ამაში სიახლე იყოს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ მართალი ეკონომიკური ზრდის პროგრესი 2 პროცენტით უნდა შემცირდეს, თუმცა, ამასთან, კვირიკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ მეორე კვარტლის დასასრულს სურათი გაცილებით უფრო ნათელი იქნება.
“ზუსტად ჩემი განცხადებაც ასეთი იყო, რომ მეორე კვარტლის ბოლოს გაცილებით უფრო ნათელი სურათი გვექნება და პროგნოზი უფრო მაღალი ალბათობით შეიძლება გაკეთდეს. ამიტომ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2 პროცენტამდეა შესამცირებელი ზრდის პროგნოზი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თვითონ ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება ალბათ მეორე კვარტლის ბოლოს უფრო უპრიანი იქნებოდა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები