2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 23.5 %-ით შემცირდა

2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 23.5 %-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 202.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 28.4 მლნ აშშ დოლარით (62.2 მლნ ლარით), ანუ 23.5 %-ით ნაკლებია 2014 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციითვე, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6 % იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 % მოდიოდა. იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2015 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (34.3 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (14.3 მლნ აშშ დოლარი), იტალია (8.9 მლნ აშშ დოლარი), აშშ (8.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (6.6 მლნ აშშ დოლარი). სებ-ის ინფორმაციით, 2015 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.4 მლნ აშშ დოლარი (33.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.2 მლნ აშშ დოლარისა (24.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები