ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, 15 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2435 ლარად იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 15 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.3705 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4390 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0685 ლარი შეადგინა.