საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა

    თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბიუჯეტის პროექტი თბილისის მერიას რეგულაციებს უწესებს. “არაერთი დღის დაუღალავი შრომის შედეგად, თბილისის საკრებულომ შეიმუშავა ბიუჯეტის თავისი ვერსია, სადაც არის გათვალისწინებული რეგულაციები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევზღუდავთ მერიას, რომელიც გადაქცეულია “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალად”, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, 14:00 საათისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე დაბარებულია საკრებულოში. მას ბიუჯეტის ალტერნატიულ პროექტს წარუდგენენ. შიხიაშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატები სწორედ საკრებულოს პროექტს დაუჭერენ მხარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები