უკრაინელი დეპუტატი – მედვედევის ამ სტილს “Hello Kitty” -ს წინდები მოუხდებოდა

8 აპრილს ბანგკოკში გამართული რუსეთისა და ტაილანდის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკებისას, დიმიტრი მედვედევმა ტაილანდის დედაქალაქის დათვალიერებისას ჩაიცვა ჭრელი პერანგი, ყვითელიძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე მან წითელი ფერის მაჯის საათი და ლურჯი სათვალე გაიკეთა. მედვედევის ამ ჩაცმულობის დანახვაზე ცნობილმა უკრაინელმა დეპუტატმა ვიტალი ჩეპინოგამ დაწერა: „დარწმუნებული ვარ, რომ ბოტასების ქვეშ მას „Hello Kitty”-ს წინდები ეცვა. ახლა რამდენიმე შესაფუთი ლენტი აკლია და კანფეტივით ტკბილი იქნება“, – წერს უკრაინელი დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები