ბორჯომში შალვა აბულაძის კაფეს ხანძარი გაუჩნდა

 ბორჯომში კაფე “1+2“ -ს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად კაფე ნაწილობრივ დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნივთის დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაფეს მფლობელი პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძეა. შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.11149128_360497964156393_508266429_n
შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა აბულაძის ფოტოს აქვეყნებს და აფრთხილებს საზოგადოებას, გამოიჩინონ სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე, უწყება საზოგადოებას სთხოვს, თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დარეკონ „ცხელი ხაზზე“ (2 405222), კონფიდენციალურობა დაცული იქნება. შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილთან”, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები