ირმა ინაშვილი: ადამიანები, რომლებმაც კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე ჩაცხრილეს, დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი იმ პირებს ასახელებს, რომლებიც, „ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირის მიუხედავად, დღემდე თანამდებობებზე არიან. მათ შორის არიან; მიხეილ როინიშვილი, ზაზა მჭედლიძე, ლევან გაბუნია, გიორგი ტუღუში და მიშა გიორგაძე.
„მიხეილ როინიშვილი – ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი! დიახ, ამ სამსახურის ხელმძღვანელი ისევ ის პირია, რომელიც არჩევნების წინ თავგამოდებით ებრძოდა „ქართულ ოცნებას” – ხან ანტენებს უყადაღებდა, ხან ანგარიშებს… მიხეილ როინიშვილი დღესაც ადეიშვილის ერთგულია, მეტიც – ხელს ვადებ, პირადად მიხეილ როინიშვილისგან ჟონავდა ინფორმაცია ადეიშვილთან. მისი წყალობით, ზურაბ ადეიშვილი ამ ორი წლის განმავლობაში ფლობდა ინფორმაციას ყველასა და ყველაფრის შესახებ! ზაზა მჭედლიძე, რომელიც სერგო თეთრაძის წამების საქმის რეჟისორია, 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროში გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ჩემი ინფორმაციით, დღესაც ამ სისტემაში მუშაობს. ლევან გაბუნია, რომელიც ასევე მონაწილეობდა სერგო თეთრაძის წამების დაგეგმვაში, 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის 1968 წელს არის დაბადებული. არ ვსაუბრობ სამხედრო პოლიციის მოქმედ უფროსზე, რომელიც ასევე ლევან გაბუნია გახლავთ. სად არის დავით ბეჟუაშვილი? შემთხვევით „თანაინვესტირების ფონდში” ხომ არ არის წარმოდგენილი და ენერგოობიექტებზე კონტროლს ახორციელებს?
ვინ მისცა ეს უფლებები ბეჟუაშვილს? წარმოგიდგენიათ, ადამიანები, რომლებმაც გია კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე ჩაცხრილეს, დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ! სად ბრძანდებოდა კულტურის მინისტრი მიშა გიორგაძე ბოლო ათი წლის განმავლობაში?! იმიტომ ხომ არ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, რომ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო?! პირდაპირ ვამბობ, დღეს კულტურის სამინისტრო „დაპყრობილი” აქვთ „ნაცმოძრაობის” ლიდერთა ცოლებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს. გიორგი ტუღუში – სააკაშვილის რეჟიმის ომბუდსმენი, ბოკერიას მარჯვენა ხელი, ადამიანი, რომელიც ციხის კადრების გავრცელების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა და რომელმაც წამების ამსახველი ვიდეოარქივები ციხიდან გაიტაცა, ხელისუფლებამ, საქართველოს სახელით გაეროს წამების კომიტეტში წარადგინა! ყოჩაღ, თქვენ! ბეჟუაშვილი და ტუღუში დაიყენეთ სიმართლის მსახურებად და ააყვავებთ ქვეყანას!”- აცხადებს ინაშვილი „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები