ავტომობილის მძღოლი, რომელმაც ხაშურში მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, მიიმალა

ხაშურში ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი ორ მოზარდს დაეჯახა, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
ორივე მათგანი სკოლის მოსწავლე იყო. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, ის მიიმალა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები