ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი – გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.2505 ლარი ეღირება, 4 აპრილს დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.2574 ლარი იყო.
ლარი მცირედით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ხვალ ერთი ევროს ფასი 2.4722 ლარი იქნება. ბოლო ორი დღის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.4576 ლარს შეადგენდა.