რა სთხოვა კოტე კუბლაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს?

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა, პრემიერ-მინისტრს პირადი დაცვის დატოვება სთხოვა – ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ უზენაეს სასამართლოში მომუშავე ერთ-ერთ პირზე დაყრდნობით წერს.
“კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის პირადი სახელმწიფო დაცვა დაეტოვებინათ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ყოფილმა მაღალჩინოსანმა უნდა დაასაბუთოს, რომ მას რაიმე საშიშროება ნამდვილად ემუქრება და ამის შემდეგ გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი, დაცვას დაუნიშნავს თუ არა. როგორც ითქვა, კუბლაშვილმა ითხოვა როგორც პირადი დაცვა, ასევე სახლის დაცვაც, მაგრამ ჯერჯერობით პრემიერ – მინისტრისგან პასუხი არ არის. სხვათა შორის, ჯერჯერობით სახლის დაცვა მას დარჩა, ეტყობა კუბლაშვილი გულის სიღრმეში შიშობს, რადგან ამდენი წელი იყო ამ თანამდებობაზე და თვლის, რომ ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, ისე იცხოვრა ამ 10 წლის მანძილზე თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ვინმემ რამე არ მოუწყოს, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოში დარჩენას გადაწყვეტს“, – აცხადებს ინკოგნიტო წყარო გამოცემასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები