„შალვა აბულაძე ციხეშივე იმუქრებოდა,- გავალ თუ არა, ჩამოვუვლი და ვისაც მივწვდები, ყველა პოლიციელს გავამწარებო“

გაზეთ ,,კვირის ქრონიკას“ წყაროს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე პოლიციელების მისამართით ციხეში ყოფნისას იმუქრებოდა და ამბობდა, რომ გათავისუფლების მერე ყველას გაუსწორდებოდა.
,,როცა შალვა აბულაძე, რომელსაც მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის 20 წელი ჰქონდა მისჯილი და ჯერ სასჯელი ამნისტიით შეუმცირეს და მერე ,,უდოთი“ გამოუშვეს, კრიმინალები სახტად დარჩნენ, – ამ მანიაკს გარეთ რატომ უშვებენო. ამავე წყაროს ინფორმაციით, შალვა აბულაძე ციხეშივე იმუქრებოდა, აქედან გავალ თუ არა, ჩამოვუვლი და ვისაც მივწვდები, ყველა პოლიციელს გავამწარებო. ეს კაცი მანიაკია, თან კარგად მომზადებული“,- წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“. გამოცემის ცნობით, გამოძიებამ ჯერ ვერ დაადგინა, დამნაშავეს აღნიშნულ პოლიციელებთან წარსულში რაიმე შეხება ჰქონდა თუ არა. ამასთან როგორც „ქრონიკა“ წერს, ბორჯომშიც და თბილისშიც ჩადენილი დანაშაული, ერთიდა იგივე იარაღოთ არის ჩადენილი. გამოცემის ცნობით, ეს ბალისტიკურმა ექსპერტიზამ უკვე დაადასტურა. “თუმცა ვიდრე გამოძიება ამას არ განაცხადებს, მანამდე მივიღოთ ეს ვერსიად და ვარაუდად“, – წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები