“… და მერე წავალ უმისამართოდ” – რა დაწერა მოკლულმა პოლიციელმა “ფეისბუქში” უკანასკნელად

მოკლულ პოლიციელ ბექა მარგიშვილს წელს აგვისტოში 29 წელი შეუსრულდებოდა, როგორც “კვირის პალიტრასთან “ მოკლული პოლიციელის ნაცნობი ამბობს, ბექა ნიჭიერი ადამიანი იყო, მღეროდა და ლექსებსაც წერდა. ბექას “ფეისბუქის” საკუთარ პროფილზე ბოლო ჩანაწერი 19 მარტს აქვს დატოვებული. ეს ჩანაწერი მისივე ლექსია, რომელსაც “კვირის პალიტრა“ აქვეყნებს:

AVE…

ნუ იგვიანებთ, მეგობრებო, გათენდა, AVE…
მე ერთი გროშიც არ მაბადია ბოლო იმედად,
ო,არ იდარდოთ, დაგიბრუნებთ დახარჯულს ხვალვე,
ვერ ხედავთ,დარდი როგორ მოსჩქეფს მღვრიე დინებად?!.
ნუ გეღიმებათ, მეგობრებო, მე ლოთი არ ვარ!..
მინდა,რომ მზერა ცივი დილის ვნებით გავათბო.
ერთიც დამისხით ამ ფიალაში და მერე წავალ…

ერთიც დამისხით და მერე წავალ უმისამართოდ.
ჩემი ტკივილი და ჩემი ურვა არის ნამდვილი.
მე მიყვარს ღმერთი და სამშვიდობოს გასული ფიქრი…
ხანდახან რთული და ხანდახან ალბათ ადვილი
ეს აღმაფრენა….ჩემი გრძნობები ზეცისკენ მიქრის.
ნუ იგვიანებთ მეგობრებო,გათენდა, AVE…

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. შსს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს.
აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

11136996_359821784224011_108045451_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები