მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტები დაკრძალეს – ფოტოკოლაჟი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების დნმ-ის ფრაგმენტები დღეს დაკრძალეს.
ძმათა სასაფლაოზე მდებარე აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებულ ეკლესიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედროთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. დაღუპულ გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემად მუხათგვერდში ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პოლკოვნიკები რომან ჯოხაძე და გიორგი კბილცეცხლაშვილი. მუხროვანის ძმათა სასაფლაოზე ასევე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და დაღუპული მეომრების ოჯახების წევრები იმყოფებოდნენ.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სხეულის ფრაგმენტები იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ინახებოდა. იდენტიფიცირება დასრულდა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დღეს დაიკრძალა.

15823_416619761839636_6325599952245515097_n

20795_416619568506322_7672142871191582334_n

22610_416619915172954_2674989311199966738_n

1509864_416619928506286_75753442236100327_n

10440727_416619425173003_6026930515277151952_n

10447735_416620258506253_378720463587611730_n

10914759_416619655172980_8185000890590104327_o

10929992_416620075172938_4050518492463386314_n

10995394_416619788506300_2681157187638807456_n

11051965_416620311839581_4498518627006801368_n

11066080_416620045172941_688421519096721267_n

11077918_416619501839662_4871812508272132066_n

11081695_359012067638316_2092344235_n

11083598_416620161839596_8555462813626620064_n

11113600_416619565172989_2272284026352038983_n

11129544_416619665172979_613650558798322866_n

11133936_416620151839597_7973689911282787347_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები