ქეთევან წამებულის გამზირზე მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ქვეითად მოსიარულე მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მან სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მოზარდი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები