ნოდარ ხადური: ეკონომიკური საბჭო კარგი ინსტრუმენტია

იმისთვის, რომ სხვადასხვა უწყებას ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური საბჭოს შესახებ პრეზიდენტის კრიტიკულ შეფასებას არ ეთანხმება. ხადური თვლის, რომ ეკონომიკური საბჭო კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ სხვადასხვა უწყებას ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ.
“ეკონომიკური საბჭო არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიაროთ და სამუშაო რეჟიმში გვქონდეს უფრო მეტი კომუნიკაცია. ეკონომიკურ საბჭოში არ არიან მხოლოდ მინისტრები, იქ არიან ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია დგება”, – აღნიშნა ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხადური ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეფასებასაც გამოეხმაურა.
„იმ დღეს, როცა პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის შენელებული, გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია, რომ ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა“,-აღნიშნა ხადურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, გუშინ წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ “შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები