რუსთავში ავტოავარიას 23 წლის “ბაიკერი” ემსხვერპლა

  • რუსთავში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
    შემთხვევა რუსთავის მაგისტრალზე მოხდა, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. მოტოციკლის საჭესთან მჯდომი 23 წლის “ბაიკერი” ადგილზე გარდაიცვალა.
    ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, გარდაცვლილის ძმაც, რომელიც ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
    როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები