ქართველმა ბარმენმა, რომელიც ცეცხლოვან შოუს დგამდა, დამწვრობა მიიღო

ბარმენმა, რომელიც ბარში ცეცხლოვან შოუს დგამდა, დამწვრობა მიიღო, – ამის შესახებ „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა შემთხვევის შედეგად სახისა და ზედა კიდურების დამწვრობა მიიღო.
„ღამის ბარში ბარმენმა, რომელიც ცეცხლოვან შოუს დგამდა. პირიდან სპირტი და ცეცხლი გადმოაფრქვია და ამ დროს მოულოდნელად, ცეცხლი თავზე, სახის არეში და ხელებზე წაეკიდა. დარბაზში მყოფმა სტუმრებმა ცეცხლი სველი პირსახოცებით ჩააქრეს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მამაკაცმა მე-2, მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. პაციენტი ჩვენს კლინიკაშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ. შემთხვევა თბილისთან ახლოს ერთ-ერთ ღამის ბარში მოხდა.

იზა შაქარაშვილი 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები