ერთი დოლარი 2.2347 ლარი გახდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2347 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2275 ლარს შეადგენდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, პირველი აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.3990 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4139 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები