ნოდარ ხადური: თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ ვიცი, რომელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ვარ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნოდარ ხადურმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა ფინანსთა სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით ხორციელდება, ამასთან, ხადურმა ისიც განაცხადა, რომ “ქამრების შემოჭერის პოლიტიკას” მინისტრად დანიშვნის დღიდანვე იცავს. “ე.წ. ტრანსატლანტიკურ რეისებზე მინისტრის პროტოკოლით ეკუთნის ბიზნესკლასით მგზავრობა. მე ყოველთვის ეკონომკლასით დავფრინავ. თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ ვიცი, რომელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ვარ. ჩემს დანიშვნამდე ერთი კვირით ადრე ნაყიდი მანქანით დავდივარ”,- განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები