წალენჯიხის რაიონში 17 წლის მოზარდი სკოლის სტადიონზე თამაშისას გარდაიცვალა

წალენჯიხის რაიონში 17 წლის მოზარდი სკოლის სტადიონზე თამაშისას მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მე-11 კლასის მოსწავლე, სკოლის ეზოში, ფეხბურთის მოედანზე თამაშისას მოულოდნელად წაიქცა და გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზი მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები