ბიძინა ივანიშვილი: ძალიან სუსტი ეკონომიკა გაგვაჩნია და ამ კუთხით წინსვლა აუცილებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს ეკონომიკური კუთხით ჩამორჩება და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გააგრძელოს ქვეყანამ წინსვლა.
ამის შესახებ ექსპრემიერმა გადაცემა „კვირის 20/30“-ში განაცხადა.
“მსოფლიოში 114-ე ადგილზე ვართ. ძალიან სუსტი ეკონომიკა გაგვაჩნია. რატომ, ამას სხვა მიზეზები აქვს, მაგრამ კონტრასტი კიდევ ერთხელ მინდა ვაჩვენო, თუ ჩვენ ევროპასთან სხვა დემოკრატიული ღირებულებებით ახლოს ვართ, ამ დროს ეკონომიკა 10-ჯერ მეტად განსხვავდება ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოს ქვეყნებისგან. სხვა ღირებულებები ჩვენთან მაღალ დონეზეა, ამ დროს კი ეკონომიკა დაბალ დონეზეა. ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ და სხვა ღირებულებებს დავეწიოთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.