ბიძინა ივანიშვილი: მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ყველაზე კარგად ლარი დგას

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსი, რაც შეიძლება დახვეწილი და მორგებული უნდა იყოს ბიზნესგარემოზე. როგორც მან გადაცემაში „კვირის 20/30“ განაცხადა, სწორედ ეს არის ის საკითხი, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივად უნდა ახსენებდეს. მისივე თქმით, ნაცვლად ამისა, ოპოზიცია ვალუტის დევალვაციაზე აპელირებს. „რეგიონში და მთელს მსოფლიოში ხდება დოლარის აწევა, დევალვაცია განიცადა ყველა ვალუტამ, ვისთანაც ჩვენ ვვაჭრობთ, ყველაზე კარგად ლარი დგას და მთავრობას ადანაშაულებენ, დაანგრია ქვეყანაო. ოპოზიციამ ლამის არის მთავრობას დააბრალოს ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები