ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტში დენი გაითიშა

ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტს რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამის გამო ათობით რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიუხედავად, თვითმფრინავები აეროპორტში კვლავ ვერ ჯდებიან, ვინაიდან სანავიგაციო სისტემის აღდგენას გარკვეული დრო ჭირდება. ენერგეტიკული კომპანია „ტენეტის“ ინფორმაციით, ელექტროენერგია ნიდერლანდების დედაქალაქს და მის შემოგარენს გაეთიშა. ავარიის მიზეზი ენერგოსისტემის გადატვირთვა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები